შპს ორბი

ჩვენს შესახებ

2008 წელს შპს „ორბი“-ს ბაზაზე დაარსდა.კომპანიამ მოღვაწეობის განმავლობაში შეძლო სოლიდური და საიმედო იმიჯით წარმოდგენილიყო მიზნობრივი ბაზრის წინაშე, რაც  განპირობებულია მაღალი ორგანიზაციული კულტურით, კვალიფიციური პერსონალით, უახლესი ტექნიკური აღჭურვილობით, პასუხისმგებლობის დაზღვევითა და მომსახურების მუდმივად მზარდი ხარისხით.დაცვითი საქმიანობის მაღალ დონეზე განხორციელების მიზნით, კომპანია აღჭურვილია სპეციალური დაცვითი ტექნიკური საშუალებებით, ასევე მობილიზებულია კარგად მომზადებული ცოცხალი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს დასაცავი ობიექტის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ფუნქციონირებას.კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირების მატერიალური ქონების დაცვა , გაცილება, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე სიგნალიზაციის პულტით. დაცვის სამსახური „ორბი“ დამკვეთს სთავაზობს უახლესი ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფილ მომსახურებას (GPRS-ის სიგნალიზაციის მეთვალყურე პუნქტი დაშვების კონტროლის სისტემები, ვიდეო სისტემები კომპიუტერული და ციფრული ვიდეო ჩანაწერები).დაცვის კომანია „ორბი“ აღჭურვილია ოპერატიული  მანქანებით სადაც დამონტაჟებულია ცენტრალური გადამცემი, რომლის მეშვეობითაც დამკვეთს აქვს საშუალება თვალი ადევნოს ოპერატიული ჯგუფის მოძრაობას.კომპანია მინიმალური ფასებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფს დამკვეთთან ურთიერთობას.კომპანიის რისკები დაზღვეულია და პასუხისმგებელია მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე.

თანამშრომლების შესახებ

ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია რამოდენიმე ასეული თანამშრომელი. დაცვით საქმიანობაში დასაქმებული პირების უმრავლესობას გააჩნია უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება. კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, რაც აისახება მომსახურების ხარისხსა და დამკვეთებთან ურთიერთობაში.კომპანია საქმიანობს მზარდი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით და აქტიურად ერთვება საქველმოქმედო თუ გარემოს დაცვით ღონისძიებებში.

კონტაქტი

ტელეფონი: +995 32 2 35 34 23

მობილური: +995 574 79 79 79

ელ-ფოსტა: contact@orbisecurity.ge, orbidacva@mail.ru
თბილისი გ.ცაბაძის №1